არქივი2 მარტი, 2025, 19:53
მარკ რუტე - ნატო-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლონდონის სამიტთან დაკავშირებით სამ ძირითად პუნქტს ასახელებს.
„ძალიან პოზიტიური დასაწყისი დღევანდელ შეხვედრაზე ლონდონში. სამი ძირითადი პუნქტი:
მხარი დავუჭიროთ უკრაინას დღეს. ევროპაში ყველამ მეტი უნდა გასცეს;
ჩვენ ყველას გვინდა სამშვიდობო შეთანხმება და ის უნდა გაგრძელდეს. აქ ევროპა ნამდვილად წინ მიიწევს;
ნატო-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის“,- წერს რუტე X-ზე და აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთად შეხვედრის ფოტოს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.