ნატო-ს გენერალური მდივანი - პიტ ჰეგსეტს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ვულოცავ

პიტ ჰეგსეტს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ვულოცავ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენ მზარდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ნატო-ს მეშვეობით ძლიერები ვართ. ჩვენ ერთიანები, ძლიერები და მომზადებულები ვართ. ამერიკას შეუძლია მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს, რომ ისინი წინ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ და თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან“, - წერს მარკ რუტე.
შეგახსენებთ, პიტ ჰეგსეტი აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. გადამწყვეტი ხმის მიცემა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს მოუწია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.