ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის სენატმა პიტ ჰეგსეტი პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
გადამწყვეტი ხმის მიცემა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს მოუწია.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე Fox News-ის ყოფილი წამყვანისა და არმიის ვეტერანის, პიტ ჰეგსეტის კანდიდატურას მხარი სამმა “რესპუბლიკელმა“, მიჩ მაკკონელმა, ლიზა მურკოვსკიმ და სიუზენ კოლინსმა, არ დაუჭირა.
ჰეგსეტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.