ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატოს გენერალური მდივანი „აგენტების კანონზე“: ვეწინააღმდეგები ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრის იდეას, საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია „იმედის“ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.
„ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა...
ასე რომ, ვშიშობ, ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს „უცხოური აგენტების“ იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებებზე, რომლებიც მუშაობს საერთაშორისო დონეზე და ასევე საქართველოში, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს“, - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.
დამატებით მან გაიხსენა რამდენიმე დღის წინ საქართველოში ყოფნის პერიოდი და აღნიშნა, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი იყო რეფორმების გატარება.
„საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქართველმა ხალხმაც ნათელი გახადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიიღებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.