იენს სტოლტენბერგი – საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას ვეწინააღმდეგები

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას. შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის შემოღება რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა.
ნატო-ს გენმდივნის განცხადებით, ქვეყანამ რეფორმებზე უნდა იმუშაოს.
“ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა.
საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ქართველმა ხალხმაც ნათელი გახადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.
ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს “უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, რომლებიც, ასევე, საქართველოში მოქმედებენ, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…