პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ვაშინგტონს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ვაშინგტონს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ვაშინგტონს ეწვევა. ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ გენერალური მდივანი მომავალ კვირას დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა“, - განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატო-ს მოკავშირეების კრიტიკისა და ალიანსის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე ჩადის.

ოთხშაბათს, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო „ქაღალდის ვეფხვია“.

„ნატო-ში რამდენიმე ძალიან ცუდი მოკავშირე გვყავს. იმედია, ისინი არასდროს დაგვჭირდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.