ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის აშშ-სგან იარაღს 17 ქვეყანა შეისყიდის

17 ქვეყანა შეისყიდის აშშ-სგან იარაღს უკრაინისთვის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის თავდაცვის მინისტრ, დენის შმიგალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო თავის წინაშე პრიორიტეტს აყენებს “მხარი დაუჭიროს უკრაინის შესაძლებლობას, იბრძოლოს და რაც შეიძლება ძლიერად”.
მან კმაყოფილება გამოხატა იმაზე, რომ აშშ-მა განაახლა თავისი გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა მიაწოდოს PURL ინიციატივის ფარგლებში – ევროპული დაფინანსებით.
რუტემ აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, აღნიშნული ინიციატივა დააფინანსონ, სამჯერ გაიზარდა.
“დღის დასაწყისში ალიანსის ექვს წევრ სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულებები PURL-ის ფარგლებში: ეს არის ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, შვედეთი, ნორვეგია და დანია. მაგრამ დღევანდელი სხდომის შემდეგ ალიანსის წევრების ნახევარზე მეტი გვაქვს, 17-მა სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე ვალდებულებები PURL-ის ფარგლებში”, – განაცხადა რუტემ.
ცნობისთვის, ნატოში 32 წევრი სახელმწიფოა. 15 ოქტომბრის ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომამდე მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ PURL-ის ინიციატივას სულ შვიდი ახალი სახელმწიფო შეუერთდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს