-ის თავდაცვის მდივანი – თუ ტრამპის პრეზიდენტობიდან რაიმე ვისწავლეთ, ეს ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენებაა – ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ

ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად -სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ დამატებით წვლილს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეიტანს, კიდევ უფრო მეტს შეიძენს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველაფრით, რაც ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის საჭიროა“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისი თქმით, „PURL-ი არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები აშშ-სგან იარაღს ყიდულობენ და შემდეგ უკრაინაში ბრძოლაში გამოყენებისთვის ნატო-ს გადასცემენ, რათა მშვიდობის დამყარება მოხდეს“.
„თუ პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობიდან რაიმე ვისწავლეთ, ეს ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენებაა. მშვიდობა მაშინ მიიღწევა, როდესაც ძლიერი ხარ და არა მაშინ, როდესაც უბრალოდ ხმამაღლა საუბრობ, არამედ მაშინ, როდესაც რეალური შესაძლებლობები გაქვს. სწორედ ამას აკეთებს ნატო და სწორედ ეს არის PURL-ის ინიციატივა“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…