ნატა ფერაძის თქმით, სოფელ დიღომში 10-მდე პირი თავს დაესხა
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ამბობს, რომ 10-მდე პირი თავს დაესხა.
როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში ფერაძე ამბობს, შემთხვევა სოფელ დიღმის ცენტრში მოხდა. მისი თქმით, საცხობში ღვეზელის საყიდლად იყო შესული, როცა ერთმა პირმა მისი გინება დაიწყო. მას სხვებიც აჰყვნენ. საბოლოოდ, 10-მდე ადამიანმა წრეში მოაქცია და “გვაიძულეს გამოგვესწრო უსაფრთხოდ”
“ერთმა დაიწყო და მერე უკვე 10-მდე მოგროვდნენ. წრეში ჩაგვაყენეს მე და ორი ბიჭი, რომლებმაც თავი შეიკავეს და არ აჰყვნენ გინებაზე. საშინელებები დაატრიალეს [თავდამსხმელებმა].
ვერ დააკავეს, იმიტომ, რომ ამოცნობა ვერ მოვახერხე. კი წავიდა პოლიცია და გადაუღეს ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი. ახლა ვიდეოსაც ამოვიღებთო შემპირდნენ და ისე გავარკვევთო”, – უთხრა ფერაძემ “ნეტგაზეთს”.
“ნეტგაზეთი” დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. დეტალების უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ მოგაწვდით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.