არქივი6 მარტი, 2024, 15:22
ნატა ფერაძე აცხადებს, რომ სოფელ დიღომში თავს დაესხნენ
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, ის ახლა პოლიციაში იმყოფება.
როგორც ის აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ, კადრებს ტელეფონით თავად იღებდნენ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ პოლიცია ვიდეოკამერის ჩანაწერებს გადაამოწმებს.
„სოფელ დიღმის პოლიციაში ვარ, საცხობში შევედით ღვეზელის საყიდლად, დაგვესივნენ ორკები ყვირილით და გინებით, გვაიძულეს გამოგვესწრო უსაფრთხოდ.
თავად იღებდნენ ტელეფონით, არ გავრისკე ტელეფონის ამოღება.
იმედია პოლიცია ამოიღებს ვიდეოთვალის ჩანაწერებს და იქონიებს რეაგირებას“, - წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.