ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნატალია ქუთათელაძე: ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს. ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და ...

ნატალია ქუთათელაძე: ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს. ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და ...
"ნანის 90 წლის იუბელესთან დაკავშირებით, იმხელა ყურადღება, სითბო და სიყვარული მივიღეთ ჩვენმა ოჯახმა, რომ თავს ვალდებულად ვთვლი საჯარო მადლობა გადაგიხადოთ პირადად ნანის სახელით. ყველაზე დიდი მიღწევაა ცხოვრებაში, დაიმსახურო ამდენი ადამიანის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა.
უზარმაზარი მადლობა ასევე იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდით იყვნენ სცენაზე თუ სცენის მიღმა, ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთეს და დამერწმუნეთ, ნანის ცხოვრება კიდევ უფრო გახანგრძლივდა ასეთი დადებითი ემოიციების მიღების შემდეგ და ეს,თქვენი ყველასი დამსახურებაა.
თუმცა მიუხედავად იმ უსაზღვრო სიხარულის, მხიარულების და ბედნიერების რაც წინა დღეებში სუფევდა, დღეს მერიდება კიდეც სადმე ჩვენი ვიდეოები თუ მხვდება, იმდენად დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს.
ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და დრო იხარჯება იმაში, რომ არკვიონ ვინ უფრო ქოცია და ვინ ნაკლებად. იმის მაგივრად, სრულიად კოშმარულ ნარკოპოლიტიკაზე იფიქრონ. სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია.
ანფეტამინისგან ფსიქიურად შეშლილი ხალხი დადის ქუჩაში. სარეაბილიტაციო ცენტრები არ იღებენ თუ სუფთები არ არიან, ფსიქიატრიული დაწესებულება ნარკოდამოკიდებულს არ იღებს, ხოლო ნარკოლოგიური კლინიკა ფსიქიატრიულ პაციენტს, ხოდა დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს...
ჯერ სად ვართ...“, — წერს ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.