ნარკოდანაშაულის ბრალდებით საქართველოში ბრიტანელი სტუდენტი დააკავეს – ოჯახი მას უდანაშაულოდ თვლის

18 წლის ბრიტანელი სტუდენტი, ბელა მეი კალლი, საქართველოში დააკავეს, რადგან თბილისის აეროპორტში მისი ბარგიდან ნარკოტიკული საშუალებები – 34 პაკეტი მარიხუანა და 20 პაკეტი ჰაშიში ამოიღეს.
ამის შესახებ ინფორმაცია არაერთმა დასავლურმა მედიამ გაავრცელა.
პროკურორმა საქმის სასამართლოში წარდგენამდე მტკიცებულებების მოსაძიებლად 55 დღე მოითხოვა და BBC-ის ცნობით, ეს ვადა შესაძლოა კიდევ შვიდი თვით გაგრძელდეს.
ბელამ წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ორსულადაა. მისი ადვოკატი ია თოდუა ამბობს, რომ ბელა შოკშია, დაბნეული და შეშინებული, რადგან არ იცნობს ადგილობრივ სამართლებრივ სისტემას. ბელას მამა, ნილ კალლი, რომელიც ვიეტნამში იმყოფებოდა, უკვე თბილისშია, რათა დაეხმაროს შვილს.
BBC-ის ცნობით, დაკავებულს სხვა ადვოკატებიც დაუკავშირდნენ და ბრიტანეთის საკონსულო სამსახურმა მასთან შეხვედრა დაგეგმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „მხარს უჭერს საქართველოში დაკავებული ბრიტანელი ქალის ოჯახს“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბელას ოჯახი მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა, ბრიტანელმა ნარკომოვაჭრეებმა გამოიყენეს და თავად საქმის არსი არ იცოდა.
ბელას საქმე კვლავ გამოძიების პროცესშია, ხოლო მომდევნო სასამართლო სხდომა 1 ივლისს არის ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც