ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“კოკაინი”, “გამომშრალი მარიხუანა”, “მეთადონი”, “მეფედრონი” – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

“კოკაინი”, “გამომშრალი მარიხუანა”, “მეთადონი”, “მეფედრონი” – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე, ასევე, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით “კოკაინი”, “გამომშრალი მარიხუანა”, “მეთადონი” და “მეფედრონი”.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე, ასევე, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2006 წელს დაბადებული მ.ღ., და წარსულში ნასამართლევი პირები, 1970 წელს დაბადებული მ.გ., და 2004 წელს დაბადებული ე.კ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი”, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“, და „მეფედრონი“. ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პარკები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.