ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია 13.1 მლნ ლარი დაჯდება

თბილისის მერიამ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ჯამში სამუშაოები 13 162 286 ლარი დაჯდება.
რეაბილიტაციის პროცესი 2 წელს გაგრძელდება და 2025 წლის ბოლოს დასრულდება. გამოყოფილი თანხა ასე ნაწილდება, 2024 წელს რეაბილიტაციისთვის 5 268 648 ლარი, 2025 წელი კი 7 893 638 ლარი გამოიყოფა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერი 11 თებერვლიდან 16 თებერვლამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, აღნიშნული სამუშაოების პროექტისთვის, 2020 წლის ბიუჯეტიდან 123 375 ლარის დახარჯა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.