არქივი30 იანვარი, 2024, 12:42
ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია ₾13.1 მლნ დაჯდება - როდის დასრულდება პროექტი?
მერიამ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ჯამში სამუშაოები 13 162 286 ლარი დაჯდება. რეაბილიტაციის პროცესი 2 წელს გაგრძელდება და 2025 წლის ბოლოს დასრულდება. გამოყოფილი თანხა ასე ნაწილდება, 2024 წელს რეაბილიტაციისთვის 5 268 648 ლარი, 2025 წელი კი 7 893 638 ლარი გამოიყოფა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერი 11 თებერვლიდან 16 თებერვლამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, აღნიშნული სამუშაოების პროექტისთვის, 2020 წლის ბიუჯეტიდან 123 375 ლარის დახარჯა.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.