ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლი" კრიზისშია, გარსია გვენატრება - ფედელე აღშფოთებულია

"ნაპოლის" დიდმა გულშემატკივარმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Televomero-ს ეთერში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა და გუნდის დამრიგებელი ვალტერ მაცარი გააკრიტიკა.
"ჩემპიონატში ვერ ბრწყინავენ, იტალიის თასზე კი მეტოქე სათანადოდ არ დააფასეს, გუნდი ამ სეზონში ფაქტობრივად აღარაფრისთვის იბრძვის. იცით, ვინ გვენატრება? - რუდი გარსია. ფრანგის ხელმძღვანელობით "ნაპოლი" ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იყო, დღეს კი სად ვართ?
მაცარი საშინლად მუშაობს, "ნაპოლი" კრიზისშია", - განაცხადა ფედელემ.
„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.