არქივი24 დეკემბერი, 2023, 06:09
"თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს "ნაპოლი" იყო"- რა თქვა მაცარიმ "რომასთან" მატჩის შემდეგ
სერია A-ს მე-17 ტურში "რომამ" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, "ნაპოლი" ამ შეხვედრაში გამარჯვებას იმსახურებდა.
"ბურთს ვფლობდით, კარგი მომენტები გვქონდა, ერთადერთი გუნდი, რომელიც მოგებას იმსახურებდა "ნაპოლი" იყო, ჩვენ ბევრად მეტი გავაკეთეთ, ვიდრე მეტოქემ", - განაცხადა მაცარიმ.
„ნაპოლი“ 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 29 დეკემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.