არქივი20 აგვისტო 2024, 00:27
"ნაპოლის" ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდში გადავიდა
25 წლის შვედი ნახევარმცველი იენს კაიუსტე "ნაპოლიდან" "იფსვიჩში" გადავიდა, - ამის შესახებ ინგლისური კლუბი იტყობინება.
პრემიერლიგის კლუბს კაიუსტეს ერთსეზონიანი იჯარა 1.5 მილიონი ევრო დაუჯდება, გაისად კი 13.5 მილიონად შეეძლება გამოსყიდვა.
კაიუსტე "ნაპოლიში" 2023 წელს "რენიდან" გადაბარგდა. მას თავისი ქვეყნის ნაკრებში 21 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.