პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ატალანტამ" "ნაპოლის" ფეხბურთელი აწაპნა და კონტრაქტიც გაუფორმა

"ფროზინონეს" 24 ნახევარმცველმა მარკო ბრეშიანინიმ "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, უეცრად "ატალანტაში" გადასვლა გადაწყვიტა და კონტრაქტიც გაუფორმეს.
ბრეშიანინის ერთსეზონიან იჯარაში ბერგამოული კლუბი 2 მილიონ ევროს გადაიხდის, გაისად კი მისი 10 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.
ჯერ უცნობია, რატომ გადაწყვიტა მან კარიერის "ნაპოლის" ნაცვლად "ატალანტაში" გაგრძელება.
მარკო "მილანის" აღზრდილია, ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი იყო, შემდეგ "ვირტუს ენტელაში", "მონცასა" და "კოზენცაში" თამაშობდა, ხოლო "ფროზინონეში" 2023 წელს გადავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.