არქივი28 მარტი, 2024, 16:07
ნაპოლის ბოსის საჩუქარი ნეაპოლში დაბრუნებულ კვარაცხელიას
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრეობი პაუზიდან დაბრუნებას ელოდებოდა.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გუნდის ბოსი მზადაა კვარაცხელიას ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს და შესაფერისი ანაზღაურება გადაუხადოს.
ნეაპოლური პრესის თანახმად, კვარას ყოველწლიური ანაზღაურება 4-5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.
ლაურენტისისა და კვარაცხელიას წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.