ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ითამაშებს თუ არა "კვარა" "ატალანტასთან"? - იტალიის ნაკრების ყოფილი ექიმის რჩევა "ნაპოლის"

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს დილით ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხნვა დაუდგინდა და 30 მარტს "ატალანტასთან" მისი თამაში ძალიან საეჭვოა.
იტალიის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონამ "კვარა" ბერგამოელებთან არ უნდა ათამაშოს.
"ის ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ასეთი ტრავმით მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშია დასაშვები და არა სრული დატვირთვით.
კვარაცხელიას მარცხენა ფეხზე შემაერთებელი კუნთის მძიმე კონტრაქტურა აღენიშნება. ეს კი
ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, "კვარას" "ატალანტასთან" მოედანზე ვერ ვიხილავთ. თუ ქართველი ათამაშეს, ეს უდიდესი რისკი იქნება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ კალცონა გარისკავს", - განაცხადა კასტელაჩიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ატალანტას" დაპირისპირება 30 მარტს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.