"ნაპოლის" არა მარტო ოსიმენი, არამედ კიდევ ერთი ლიდერი დატოვებს" - იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"ლაციოს" ყოფილმა ნახევარმცველმა და ამჟამად საფეხბურთო კომენტატორმა მარკო პაროლომ Tutti Bravi dal Divano-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო დატოვებს.
"ნაპოლი" რთულ სიტუაციაშია. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ "პარტენოპეის" რთული კალენდარი დარჩა. მართალია, მათ გასულ ზაფხულს მხოლოდ კიმ მინ-ჯე დაკარგეს, თუმცა სპორტული დირექტორისა და მწვრთნელის შეცვლა კლუბზე უარყოფითად აისახა.
ვინ იქნება შემდეგი? ვფიქრობ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლი" არა მხოლოდ ოსიმენს, არამედ ჯოვანი დი ლორენცოსაც დაკარგავს. დარწმუნებული ვარ, ჯოვანის ახალი გამოცდილების მიღება სურს", -
განაცხადა პაროლომ.
შეგახსენებთ, დი ლორენცოს "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წელს ეწურება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.