ნანუკა ჟორჟოლიანი:
არსებობს ასეთი კაცი, ზაალ ლატარია.
დამოუკიდებელი საქართველოს, ყველა ომის მებრძოლი.
მთელ სხეულზე ტყვიების ჭრილობები აქვს.
შეაბერდა რუსთან ბრძოლას.
უკრაინაში, ბრძოლის წინა ხაზზე იყო, ულამაზესი და უკარგესი შვილის გარდაცვალების ამბავი რომ გააგებინეს.
საპატრიარქომ შვილის ეკლესიიდან გასვენებაზე უარი უთხრა.
ძალიან სირცხვილია მეგობრებო.
ბოლომდე არავინ იცის გარდაცვალების მიზეზი.
თვითმკვლელობა ნამდვილად არ ყოფილა. ეს სადაოც არაა.
უკავშირებენ ნაყოფის შეწყვეტის გართულებას.
იმედია აღმოჩნდება მამაო, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შურისძიებისგან და ქრისტიანულად მოექცევა ქართველ მებრძოლს.
ზაალმა უნდა იცოდეს რომ ამ წუხილში მარტო არაა.




