ნანი ბრეგვაძემ 90 წლის იუბილე შატო მუხრანში, მის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე აღნიშნა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძე გუშინ 90 წლის გახდა. ქართული სცენის ლეგენდამ საიუბილეოო თარიღი შატო მუხრანში, მის დაბადების-დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე აღნიშნა.  ბოლოს სცენაზეც თავად გამოვიდა, მაყურებელს ემოციური სიტყვებით მიმართა და საღამო სიმღერით დაასრულა.

პროექტი კომპანია კოკა-კოლას მხარდაჭერით განხორციელდა. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური ვერსიების ავტორი კი ნიკოლოზ რაჭველი იყო. საიუბილეო საღამოს დაწყებამდე  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაათვალიერებინათ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნანი ბრეგვაძის სასცენო სამოსის გამოფენა.

ასევე დაგაინტერესებთ