ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანა მალაშხია - მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ლიდერების წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა

ნანა მალაშხია - მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ლიდერების წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა

მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების აბსოლუტური უმრავლესობის, ჟურნალისტების, ასევე პოლიტიკური პარტიების წევრების, ლიდერების მიმართ სხვადასხვა დანაშაული, რაც არის წამება, სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნანა მალაშხიამ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მედიას საჯარო სამსახურებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პოზიცია გააცნო.
„ჩვენი პოზიცია საჯარო სამსახურებთან დაკავშირებით არის ის, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობა. რაც შეეხება უშუალოდ საჯარო მოხელეებს, მათ მკაფიოდ და მტკიცედ უნდა დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საჯარო მოხელეებმა დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების აბსოლუტური უმრავლესობის, ჟურნალისტების, ასევე პოლიტიკური პარტიების წევრების, ლიდერების მიმართ სხვადასხვა დანაშაული, რაც არის წამება, სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, უკანონო დაკავებები, უკანონო ჩხრეკა-ამოღების ოპერაციები, უკანონოდ დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები და ე.წ. ტიტუშკების რეიდი. ასევე, რა თქმა უნდა, მკაფიოდ დაგმონ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ცვლილება, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება და შეუერთდნენ საერთო სახალხო მოთხოვნას დაინიშნოს ხელახალი არჩევნები”, -განაცხადა მალაშხიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.