ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვედანტ პატელი - ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყონ

ვედანტ პატელი - ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყონ

ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, პეტელი ყველა მხარეს მოუწოდებს, აქციის მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყოს.
„ჩვენ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ. ისინი ცდილობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გამოიყენონ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობა. აშშ ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით ღრმად შეშფოთებულია, გვჯერა, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყონ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები მკაცრად დაიცვას“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.