ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ნამდვილად, სამარცხვინო იყო ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ” - კახა კალაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამარცხვინო იყო ის სიტყვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს, წარმოთქვა.

"დღეს, არსი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად, სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც, აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, მოვისმინეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.