პრეზიდენტის განცხადებებზე – ნამდვილად სამარცხვინო იყო

ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, [პრეზიდენტისგან] ჩვენ მოვისმინეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, ჩვენ მოვისმინეთ, სამწუხაროდ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს დღესაც უწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
„დღეს მთავარი სურვილია, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის პრინციპული საკითხი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ქვეყნის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იყო დამოუკიდებელი, თავისუფალი, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენიტეტი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ხელშეუხებლობა. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უფლებაა, მართონ თავიანთი ქვეყანა თავიანთი რწმენისა და ნების შესაბამისად. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა და გადმოგვცეს ჩვენ და ამას ჭირდება შენარჩუნება. დღესაც გვიწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა