ნათია მეზვრიშვილი: ტერორის ყველაზე მძიმე ღამე მოაწყვეს ერთადერთი მიზნით: ხალხი აქამდე ვერაფერმა შეაშინა

“ტერორის ყველაზე მძიმე ღამე მოაწყვეს ერთადერთი მიზნით: ხალხი აქამდე ვერაფერმა შეაშინა. ამაზე ერთადერთი პასუხი უნდა იყოს: ორჯერ მეტი ადამიანი ქუჩაში და მასშტაბური გაფიცვა. გამოდით გარეთ და გაიფიცეთ. ციხეში არც ასიათასობით მოქალაქის ადგილია და ვერც ასიათასობით მოქალაქეს გაგყრიან სამსახურიდან. ყველა ერთად დგას? მოგებულია. გულგრილი ვრჩებით? ახალგაზრდები გვრჩება ციხეში, კიდევ უფრო მეტს იჭერენ და შეურაცხადების დიქტატურაში ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ვინც არ გამოდიხართ და არ იფიცებით, თქვენ ეიმედებით სისტემას. მესმის რთულია, მაგრამ მარტივი არავისთვისაა. მარტივი არაა იმ დედისთვის ეპილეფსიის მქონე 19 წლის შვილი რომ გასტაცეს ცხვირწინ. პირველ რიგში, ბიზნესი, გაინძერით!
გამოაცალეთ საყრდენი მოძალადეებს, რომლებიც დასუსტებულები და ურესურსო არიან. სრულად აქვთ დაკარგული კონტროლი და დღეს ეს კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, როცა
მოწმენდილ ცაზე ნერვებმა უმტყუნათ.
დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ამათ კი არ გაგვყარონ, ჩვენ გავყაროთ ესენი და ამ ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთად უფრო სწრაფი და მოკლე გზაა გამარჯვებამდე,” –  წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას