,,პოლიციელებო, იცით, რომ თქვენს რიგებში ახლა ის ზონდერები ჩასვეს, რომლებსაც რამდენიმე თვის წინ სწორედ ამ მიზნით შეახეს ამნისტია“ – ნათია მეზვრიშვილი პოლიციას მიმართავს

,,პოლიციელებო, იცით, რომ თქვენს რიგებში ახლა ის ზონდერები ჩასვეს, რომლებსაც რამდენიმე თვის წინ სწორედ ამ მიზნით შეახეს ამნისტია“ – ნათია მეზვრიშვილი პოლიციას მიმართავს
ნათია მეზვრიშვილი პოლიციას მომართავს:
,,პოლიციელებო, ყოფილო კოლეგებო, მე და თქვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთი მასშტაბური, ერთდროულად ყველა დიდ ქალაქს მოდებული, სრულიად გულწრფელი სახალხო პროტესტის მართვის (მითუმეტეს, უკანონოდ ჩახშობის) რესურსი სახელმწიფოს არ აქვს.
რესურსები მით უფრო სუსტდება, როცა სისტემაში აზრთა სერიოზული სხვადასხვაობაა და საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი არ იზიარებს კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის მოღალატე ხელისუფლების პოზიციას – ანუ ელემენტარულად დავალების მტკიცედ და უკანმოუხედავად შემსრულებლების კრიზისია.
ხედავთ, რომ ხალხი არ იღლება და ამ რეჟიმში გადაბმულად ფიზიკურად დიდხანს ვერ გაუძლებთ – უბრალოდ ადამიანის ენერგიას აღემატება. აღარაფერს ვამბობ საპოლიციო ძალის რაოდენობაზე.
იცით, რომ თქვენს რიგებში ახლა ის ზონდერები ჩასვეს, რომლებსაც რამდენიმე თვის წინ სწორედ ამ მიზნით შეახეს ამნისტია და დღეს ეს ნიღბიანები აქციეს ქართული პოლიციის სახედ.
ხედავთ, რომ ივანიშვილის ზონდერების განსაკუთრებული სისასტიკით პოლიციის იმიჯი ისე განადგურდა, წლები არ ეყოფა მის აღდგენას.
ამ ბრძოლას, რომლის მხარედაც იძულებით ჩაგრთეს, გამორიცხულია, ვერ მოიგებთ. ეს ყველაზე მეტად ველზე იგრძნობა ხოლმე და ესეც მე და თქვენ კარგად ვიცით. ხალხის გამარჯვება გარდაუვალია.
ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, უბრალოდ კანონი შეასრულეთ, ემსახურეთ საქართველოს, რომ გამარჯვების შემდეგ გამარჯვებული ხალხის მხარეს აღმოჩნდეთ. ამის რესურსი ჯერ კიდევ არის.”

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა