არქივი28 ივნისი, 2024, 23:58
ნათია მეზვრიშვილი: კობახიძის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში კიდევ ერთი დასტურია, რომ პრობლემა არა რუსულ კანონში, არამედ „ოცნებაშია“
"კობახიძის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში კიდევ ერთი დასტურია, რომ პრობლემა არა რუსულ კანონში, არამედ „ოცნებაშია“.
ეს გამოსვლა ისტორიაში შევა, როგორც ერთი გზაბნეული, თავისი კომპლექსების ტყვეობში მყოფი პარანოიდის ტყუილების კორიანტელი:
სანამ კობახიძემ პარლამენტში ტყუილების კორიანტელი დააყენა, უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებები გაუხსნეს და ევროპულმა საბჭომ „ოცნების“ პოლიტიკას საქართველო ფაქტობრივად გაწევრიანების პროცესის შეჩერებამდე მიჰყავსო.
ამიტომ, პრობლემა „ოცნებაშია“ და ეს პრობლემა ოქტომბერში უნდა მოვაგვაროთ," - წერს სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, 28 ივნისს, პარლამენტის წინაშე მთავრობის წლიური ანგარიშით წარსდგა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.