ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია მეზვრიშვილი: ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა ისტორიული გასამართლების პროცესი ამით დაწყებულია

ნათია მეზვრიშვილი: ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა ისტორიული გასამართლების პროცესი ამით დაწყებულია
"პროკურატურიდან მომივიდა პასუხი - არალეგიტიმური რეჟიმის ღალატზე გასამართლების სისხლის სამართლის საქმის პირველი ფურცელი რეგისტრირებულია. ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა ისტორიული გასამართლების პროცესი ამით დაწყებულია.
▪️გამოძიებას ბუნებრივია, ახლა არავინ დაიწყებს, მაგრამ ეს ფურცელიც ვერსად გაქრება, სულ რომ ოფიციალური წერილობითი უარი მოიწერონ გამოძიებაზე.
▪️ეს საქმე იქნება წინაპირობა იმის, რომ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის მოღალატეებთან არასოდეს არავინ ითანამშრომლოს. ისტორიასთან ერთად, დამოუკიდებელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა დაარქვას ღალატს სახელი," - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.