ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია მეზვრიშვილი: ბათუმში სრულიად უკანონოდ დააკავეს ჩვენი მათე ცენტერაძე

ნათია მეზვრიშვილი: ბათუმში სრულიად უკანონოდ დააკავეს ჩვენი მათე ცენტერაძე
ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ბათუმში სრულიად უკანონოდ დააკავეს ჩვენი Mate Tsenteradze! თითქმის ერთი წელი გადის, რაც რეჟიმის მიერ მათეს მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია რეჟიმის მომსახურე კაციტაძეს. დაზარალებულადაც არ უცვნიათ. ახლა აქეთ დააკავეს რაღაც „სტიკერის დაკვრის მიზეზით“, ანუ სრულიად უკანონოდ! რეალური მიზეზი ისაა, რომ მათე ბათუმის მრავალრიცხოვანი აქციების ერთ-ერთი ლიდერი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
ჩაერიეთ და დროზე გამოუშვით! საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.