ნათელაშვილი: რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს (ვიდეო)

შალვა ნათელაშვილი ივანიშვილს და მის გუნდს ცხელი აგვისტოს დაწყებამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ მოუწოდებს. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ ამ არჩევნებში “ოცნებამ” მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

“ხოლო რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი რაც შეიძლება ჩქარა და დადექით ხალხის გვერდით” – ამბობს ნათელაშვილი.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს გამართულ ბრიფინზე ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ისაუბრა და ამ აქტის დამტკიცებისთვის კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა