პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნავთობსადენ „დრუჟბის“ ბედი უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული – ზელენსკი

ნავთობსადენ „დრუჟბის“ ბედი უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული – ზელენსკი

ნავთობსადენ „დრუჟბის“ ბედი უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. საუბარია უნგრეთის მიერ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე ვეტოს მოხსნაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე ზელენსკიმ ირიბად, სიტყვათა თამაშით უპასუხა:
„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას ახლა კი ‘დრუჟბას’ არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მან.
ბუდაპეშტმა განცხადებას მწვავედ უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე გამოიყენა უნგრეთისთვის „უხეში მუქარის“ გასახმოვანებლად. მისი თქმით, უკრაინული დრონების თავდასხმებმა უკვე სამჯერ შეაჩერა ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მეშვეობით, საიდანაც უნგრეთი და სლოვაკეთი რუსულ ნავთობს იღებენ.
ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა უნგრეთის ვეტოს გამო, ეს ამ დრომდე ვერ მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.