ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მხოლოდ ერთ დღეში „ქართულ ოცნებას“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეწირეს

აგვისტოს თვის პირველ რვა დღეში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. ეს თანხა თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის შემოსავალს. მონაცემები ხელმისაწვდომია ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე.
„ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა 8 აგვისტოს მიიღო. ამ დღეს პარტიამ 553 ათასი ლარი მიიღო შემოსავლის სახით.
ამავე პერიოდში შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზეა პარტია „ახალი“, რომელიც ბოლო დღეებია რაიონულ ოფისებს ხსნის. ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტიამ 225 ათას ლარზე მეტი შეწირეს.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს, ამიტომ წლის განმავლობაში პარტიების მიღებული შემოწირულობების დათვლა შეუძლებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.