ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბანკი „ქართუს“ დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ 40 ათასი ლარი შეწირა

ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ დირექტორმა, ნატო ხაინდრავამ პარტია „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შეწირა. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე.
1 აგვისტოს მასსავით პარტიას თანხა შეწირეს: გიორგი ჩაკვეტაძემ, მადონა მამაცაშვილი-გაგნიძე, მანანა ნადირაძე და მამუკა ფარტენაძე.
2012 წლის შემდეგ ნატო ხაინდრავა „ქართულ ოცნებას“ ყოველწლიურად წირავს თანხას. გამონაკლისი იყო 2015 და 2018 წლები. 2018 წელს მან თანხა პარტიის ნაცვლად საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შეწირა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.
გასულ წლებში მის მსგავსად პარტიისა და სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის შემწირველები იყვნენ მისი მოადგილეები: ბექა კვარაცხელია, ზურაბ გოგუა და გივი ლებანიძე.
მხოლოდ აგვისტოში ქართულ ოცნებას 1,7 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული შემოწირულობის სახით. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული თანხების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ართულებს ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.