მხოლოდ ერთი მინისტრი შეიცვლება – ვინ არ იქნება კობახიძის მთავრობის გუნდში?

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთადერთი ცვლილება განხორციელდება – თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანით ჩანაცვლდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ბურჭულაძემ ამის სურვილი თავად გამოთქვა. სხვა მინისტრების შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს კი კობახიძემ სპეკულაციები უწოდა:
“მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად ერთადერთი ცვლილება განხორციელდება მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.” – თქვა კობახიძემ, რომელიც დღეს პრემიერობის კანდიდატად დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ