“მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს; ვგმობთ ხელისუფლების ამ ქმედებებს ქმედებებეს…” – მაკრონის, მერცის და ტუსკის ერთობლივი განცხადება

საფრანგეთის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, გავუგზავნოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს. ამიტომ, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. უნდა გამოიძიონ გადამეტებული ძალადობის შესახებ ცნობები. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ხელახლა უნდა დაიწყოს ძალიან საჭირო „რეფორმების პროცესი“. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ გზასთანაა დაკავშირებული,“ – ნათქვამია სამი ევროპული ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…