“ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს… ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით” – დენ ბარნა

ევროპარლამენტარი და ALDE-ს პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, დენ ბარნა სოციალურ ქსელში წერს:
“ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება. ეს ოპოზიციური ხმების დაშინების მაგალითია. ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და ეწინააღმდეგებიან რუსეთის მზარდ გავლენას”
ცნობისთვის, ნიკა მელია 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!