არქივი18 აპრილი, 2026, 22:37
მხარეებმა იმსჯელეს თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რუსულ აგრესიას

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა და ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა ტელეფონით ისაუბრეს | მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად საუბრისას განიხილეს, თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რუსულ აგრესიას
პრემიერ-მინისტრმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს უნგრეთისთვის ახალი თავის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მან დასძინა, რომ ეს ასევე ქმნის შესაძლებლობას, რათა გაერთიანებულმა სამეფომ და უნგრეთმა კიდევ უფრო გააღრმაონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას ერთობლივად დაუპირისპირდეს რუსულ აგრესიას. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, კირ სტარმერმა მადლობა გადაუხადა პიტერ მადიარს მხარდაჭერისთვის, რათა უკრაინამ კვლავ შეძლოს თავის დაცვა რუსეთის განმეორებადი თავდასხმებისგან.
ისინი შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციებს უახლოეს მომავალში კვლავ გამართავენ" - ნათქვამია უნგრეთში ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.