ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მძიმე ფასს" გადაიხდით | ირანის პრეზიდენტი ქვეყანაში მომხდარ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი ქვეყანაში მომხდარ აფეთქებებში, რომლებსაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის "მძიმე ფასს" გადაიხდის. სატელევიზიო ეთერში გამოსვლის დროს მან თქვა, რომ ისრაელის სასჯელი "სამწუხარო და სასტიკი" იქნება.
"ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენ გადაიხდით მძიმე ფასს ამ დანაშაულისთვის და თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის", - თქვა ირანის პრეზიდენტმა.
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ X-ზე დაწერა, რომ ირანს ექნება "მკაცრი პასუხი". აფეთქებების უკან მდგარი პირებისთვის მიმართვისას მან დაწერა: "მათ უნდა იცოდნენ, რომ სოლეიმანის გზის ნათელი ჯარისკაცები არ მოითმენენ მათ ბოროტებას და დანაშაულს".
სულ მცირე, 95 ადამიანი დაიღუპა ირანში გენერალ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მომხდარი აფეთქებების დროს, დაშავდა 211 ადამიანი. აფეთქებები საფლავთან ახლოს იმ დროს მოხდა, როცა ადგილზე მომლოცველები მსვლელობას მართავდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.