ირანში 2 აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ირანის პრეზიდენტი აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს

ირანში 2 აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. აფეთქება ქალაქ ქერმანში გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა, მაშინ, როცა გენერლის გარდაცვალების მე-4 წლისთავზე სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობდა.
ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აფეთქებებს “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა, რომელსაც სასტიკი პასუხი გაეცემა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად გაააქტიურეს.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ირანის პრეზიდენტი, აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ამ დანაშაულისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.
“მე ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს, თქვენ ინანებთ ამას, თქვენ ფასს გადაიხდით ამ დანაშაულისთვის. ღრმად ინანებთ დანაშაულებს, რომლებიც თქვენ ჩაიდინეთ,” – აცხადებს ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში