მძევლების პატიმრებზე გაცვლა გადაიდო, შესაბამისად – ცეცხლის შეწყვეტაც – ღაზის სექტორში აფეთქებების ხმა ისევ ისმის

მძევლების პატიმრებზე გაცვლა გადაიდო, შესაბამისად – ცეცხლის შეწყვეტაც. ღაზის სექტორში და ლიბანის საზღვართან ჯერ ისევ ისმის აფეთქებების ხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასმა” ისრაელს ახალი პირობები წაუყენა, თუმცა ასევე დაადასტურა, რომ შეთანხმება ხვალ დილის 7 საათზე ამოქმედდება.
“წითელი ჯვრის” ჩართულობას პროცესში “ჰამასი” დღეს უკვე კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დაჯგუფების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ტყვეთა გაცვლა უნდა მოხდეს ეგვიპტის ტერიტორიის გავლით, საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობის გარეშე. “წითელ ჯვარს” არც სხვა გატაცებულებთან დაუშვებენ.
თელ-ავივმა “ჰამასისგან” მძევლების გვარებიც მიიღო. ხვალ იგეგმება 13-ის გათავისუფლება. 4 დღის განმავლობაში კი, ტერორისტულმა დაჯგუფებამ 50 ტყვე უნდა გაუშვას. ეს არის ურთულესი მოლაპარაკების შედეგი, რომელშიც კატარის, შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და თურქეთის პირველი პირები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი.
მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი ციხის კარს გაუღებს 150 პალესტინელ პატიმარს. ყველა წყარო ადასტურებს, რომ, გამთენიისას, ჯერ ცეცხლი შეწყდება, 9 საათის შემდეგ კი, ზუსტად 16:00 საათზე, მძევლების სახლებში დაბრუნების პროცესი დაიწყება.
დღესვე ცნობილი გახდა იმ ურთულესი მოლაპარაკების შესახებ, რომელშიც 4 ქვეყანა იყო ჩართული.
აღმოჩნდა, რომ 240 მძევლის გათავისუფლებისთვის საიდუმლო ჯგუფი ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს შეიქმნა, რასაც 50 დღიანი მძიმე მოლაპარაკება მოჰყვა. ამ ყველაფრის ინიციატორი კი კატარი იყო.
ღაზას სექტორში კი ისევ აფეთქებების ხმა ისმის. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ნადგურდება “ჰამასის” ინფრასტრუქტურა. “ცახალის” ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, განადგურებულია ტერორისტული ორგანიზაციის 300-მდე ობიექტი. რეიდის დროს, საცხოვრებელ სახლებში აღმოჩენილია გვირაბებთან დამაკავშირებელი შახტები. კიდევ ერთ დიდ სისტემას მიაკვლია “ცახალმა” ალ-შიფას საავადმყოფოში. გვირაბები აღჭურვილი იყო ვენტილაციით და საკომუნიკაციო საშუალებებით. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამის გამო, ისრაელელმა ჯარისკაცებმა დააკავეს ალ-შიფას კლინიკის დირექტორი, გვირაბები კი ააფეთქეს.
მუშაობას არც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა აჩერებს. “რკინის გუმბათმა”, ქალაქებისა და კიბუცების თავზე, დღეს 50-მდე რაკეტა გაანადგურა. ამის მიუხედავად, ღაზაში გაეროს პირველი სატვირთოები გამოჩნდა. რომლებმაც სექტორში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.
ტერორისტებთან ომში მყოფ ქვეყანას კი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით, დევიდ ქემერონი ესტუმრა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიბუც ბეერში იმყოფებოდა, სადაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” შეიჭრა და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. ისრაელის შემდეგ ინგლისის პირველი დიპლომატი პალესტინაში გაემგზავრება და ქვეყნის ლიდერს პირისპირ შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე