ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე, ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტურ ევროპულ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბულგარეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და გააგრძელებს მხარი დაუჭიროს მათ არჩევანს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.