ბულგარეთის საგარეო უწყება – საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის გრანტებზე 2028 წლამდე, ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტურ ევროპულ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ბულგარეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და გააგრძელებს მხარი დაუჭიროს მათ არჩევანს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას