ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მუხტი უნდათ აწიონ, რომ აი იმხელა ძალა ვართ, კომენდანტის საათი გვჭირდებაო. კომენდანტი კი არა, უკვე საპატრულოს ეკიპაჟებიც გყოფნით – გიორგი გამსახურდია

მუხტი უნდათ აწიონ, რომ აი იმხელა ძალა ვართ, კომენდანტის საათი გვჭირდებაო. კომენდანტი კი არა, უკვე საპატრულოს ეკიპაჟებიც გყოფნით – გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია ეხმიანება „მთავარი არხის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნისა და მისი ინაუგურაციის შემდეგ, „ოცნება“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და კომენდანტის საათის მიღებას აპირებს და ამას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული რეალურად პარლამენტსაც შეუძლია და დეზინფორმაცია მხოლოდ პროტესტის მუხტის აწევას ემსახურება.
„მორიგი დეზინფორმაცია. ერთი რომ ეგ ამბავი პარლამენტსაც შეუძლია, მეორე ის რომ მუხტი უნდათ აწიონ, მესამე რომ აი იმხელა ძალა ვართ, რომ კომენდანტის საათი გვჭირდებაო. კომენდანტი კი არა, უკვე საპატრულოს ეკიპაჟებიც გყოფნით. ეგ საკენკი, სხვაგან ძმებო“, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.