არქივი10 დეკემბერი, 2024, 03:21
,,ბიჭები წაიყვანეს და დააკავეს ,,სტამბის” წინ” – (არ)გამოცხადებული კომენდანტის საათი

,,ბიჭები წაიყვანეს და დააკავეს ,,სტამბის” წინ” – (არ)გამოცხადებული კომენდანტის საათი
თბილისში (არ)გამოცხადებული კომენდანტის საათია. პოლიცია სხვადასზვა მიზეზით, აჩერებს ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებს, ჩხრეკენ და აკავებენ…
ბოლო რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ეს ფაქტებია გადაღებული.
ვიდეოს აქვეყნებს ქეთი პერანიძეც: ,,სტამბის წინ ააყუდეს ორი ბიჭი, ჩხრეკდნენ. მივედით ვიდეოს ვუღებდით და ერთერთ გოგოს ხელიდან გამოგლიჯეს ტელეფონი და უპირებდნენ დაკავებას. ის ბიჭები წაიყვანეს უკვე და დააკავეს. სტამბის წინ ახლახანს“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.