ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2024 გაიხსნა

მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2024 დაიწყო, რომელიც სამი დღის განმავლობაში, 21-22-23 ივნისს გაგრძელდება.
მუსიკალური ფესტივალი ლისის ტბის მიმდებარედ, Lisi Wonderland-ში მიმდინარეობს, სადაც ოთხი სცენაა მოწყობილი და მსმენელის წინაშე 60-ზე მეტი არტისტი წარდგება.
შემსრულებელს, რომელთა შორის იქნებიან M.I.A., Aurora, Masego, Archive, Circus Mircus, Mokumoku, Atmos.
ფესტივალის დღეებში ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე კარზე, შესასვლელთან მდებარე სალაროში.
ფესტივალი 23 ივნისს დაიხურება.
ცნობისთვის, მუსიკალური ღონისძიება Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.