პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თიბისის მხარდაჭერით Tbilisi Open Air 2024 იწყება

თიბისის მხარდაჭერით, ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში, Tbilisi Open Air გაიმართება. თიბისი უკვე მე-15 წელია ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია და მათთან ერთად მსმენელისთვის დაუვიწყარ დღესასწაულსა და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის.
Tbilisi Open Air 2024-ის არტისტებს შორის იქნებიან M.I.A, Masego, Aurora, Archive, La Femme, She Wants Revenge, Ellen Allien, Speedy J. მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Moku Moku, Killages, Circus Mircus, Avara, Loudspeakers და სხვები, რომლებიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.